Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზიის საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა საბერძნეთის კრიზისის გამო


აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა შეშფოთების გამო, რომ საბერძნეთი დეფოლტს გამოაცხადებს და ევროზონას დატოვებს. შანხაის საფონდო ბირჟაზე დღეს 3,5%-ანი დაღმასვლა აღირიცხა, ტოკიოში 3%-ანი. ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, პიერ მოსკოვისიმ 29 ივნისს უთხრა საფრანგეთის რადიოს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი დღეს მოგვიანებით ახალ წინადადებებს წამოაყენებს. მოსკოვისის განმარტებით, ჯერ კიდევ რჩება "მოლაპარაკების ადგილი" კრიზისის მოსაგვარებლად. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 28 ივნისს ღამეს გამოაცხადა, რომ ბანკები დაიხურება, სულ ცოტა, ექვსი დღით. მისივე განცხადებით, კაპიტალზე კონტროლი დაწესდა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკიდან ფულის გადინება. 30 ივნისს საბერძნეთს ამოეწურება საერთაშორისო სავალუტო ფონდისათვის ვალის - 1,7 მილიარდი დოლარის გადახდის ვადა. ციპრასის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ სთხოვეს კრედიტორებს ვალის გადავადებას.

XS
SM
MD
LG