Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში იმართება შეხვედრა ახალი საინვესტიციო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით


ჩინეთში იმართება შეხვედრა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შექმნასთან დაკავშირებით. ეს ახალი საფინანსო ინსტიტუტი კონკურენციას გაუწევს მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკს. 57 ქვეყნის წარმომადგენლები 29 ივნისს შეიკრიბნენ პეკინში და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს თითოეული წევრის წილს და ახალი ბანკის საწყის კაპიტალს. ამ კაპიტალის 30%-მდე მოდის ჩინეთზე. შეკრებაში მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ, ჩინეთის პრეზიდენტმა სინ ძინ პინმა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ დღევანდელი ხელმოწერის ცერემონია არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის შექმნის მიმართულებით და გვიხარია, როცა ვხედავთ, რასაც აქამდე მივაღწიეთ“. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებლებს შორის არიან ინდოეთი, რუსეთი, ავსტრალია, ბრიტანეთი, გერმანია და არ არიან, მაგალითად, შეერთებული შტატები და იაპონია. ვაშინგტონი ახალ ბანკს მიიჩნევს პეკინის გავლენის გაძლიერების მცდელობად. ვაშინგტონი ევროპელ მოკავშირეებსაც მოუწოდებდა, არ ჩართულიყვნენ პროცესში, მაგრამ ბევრი მაინც შეუერთდა ბანკის დამფუძნებლებს, ჩინეთთან ურთიერთობის გასააქტიურებლად. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, რომელიც ოქტომბერში დააფუძნა 21-მა ქვეყანამ, დააფინანსებს ერენგეტიკულ, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს აზიაში. მოსალოდნელია, რომ ის წელს დაიწყებს მოქმედებას.

XS
SM
MD
LG