Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელი ლიდერები შესაძლებლად მიიჩნევენ საბერძნეთის დეფოლტის თავიდან აცილებას


ევროპელი ლიდერების განცხადებით, ჯერ კიდევ არის დრო საბერძნეთის დეფოლტისა და ევროზონიდან საბერძნეთის გასვლის თავიდან ასაცილებლად. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა 29 ივნისს ბერლინში გამოთქვა მზადყოფნა საბერძნეთის მთავრობასთან ნებისმიერ დროს მოსალაპარაკებლად. ხოლო საფრანგეთის პრზიდენტის, ფრანსუა ოლანდის ასევე დღევანდელი განცხადებით, საფრანგეთი უპირატესობას ანიჭებს ევროზონაში საბერძნეთის დარჩენას და მზად არის ამისთვის ზომებს მიმართოს. ევროკომისიის ინფორმაციით, ის დღესვე, მოგვიანებით წარმოადგენს ახალ წინადადებებს კრიზისის დასაძლევად. ევროპისა და აზიის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა ათენისათვის ვალის დასაბრუნებელი თარიღის მოახლოების ფონზე. ათენმა 30 ივნისამდე 1,7 მილიარდი დოლარი უნდა დაუბრუნოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა 28 ივნისს გამოაცხადა, რომ ბანკები იხურება, სულ ცოტა, ექვსი დღით. მისივე თქმით, ის ისევ სთხოვს კრედიტორებს ვალის გადავადებას.

XS
SM
MD
LG