Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში გრძელდება საპროტესტო აქცია


ერევანში ათასობით დემონსტრანტი განაგრძობს საპროტესტო აქციას მიუხედავად პოლიციის არაერთი მოწოდებისა, დატოვონ შეკრების ადგილი ცენტრალურ, ბაგრამიანის გამზირზე. პოლიციის უფროსმა ვლადიმირ გასპარიანმა 28 ივნისის საღამოს მოუწოდა აქტივისტებს ახლოს მდებარე თავისუფლების მოედანზე გადასვლისაკენ. მაგრამ დემონსტრანტების უმრავლესობა უგულებელყოფს მოწოდებებს და გაფრთხილებებს და განაგრძობს მჯდომარე საპროტესტო აქციას ბაგრამიანის გამზირზე. „ელექტრონულ ერევნად“ წოდებული აქციების მონაწილეები კვირაზე მეტია აპროტესტებენ გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ენერგომომარაგების 16%-მდე გაძვირებას.

XS
SM
MD
LG