Accessibility links

logo-print

კერი და ლავროვი 30 ივნისს გამართავენ შეხვედრას ვენაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი 30 ივნისს ვენაში შეხვდება რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს. ლავროვმა 29 ივნისს მოსკოვში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მალე გაემგზავრება ვენაში. მაგრამ მას არ უსაუბრია დაგეგმილი შეხვედრის დეტალებზე. ჯონ კერი და ირანის, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვენაში იმყოფებიან ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. 30 ივნისს ამოიწურება მოლაპარაკებისათვის განსაზღვრული ვადა, მაგრამ ოფიციალური პირების ინფორმაციით, ვადა შესაძლოა, რამდენიმე დღით გაგრძელდეს. მოლაპარაკების მიზანია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ირანი შეზღუდავს თავის ბირთვულ პროგრამას მისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.

XS
SM
MD
LG