Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი: ირანის ბირთვულ პროგრამაზე შესათანხმებლად არ განისაზღვრება ახალი ვადა


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გაგრძელდება შეთანხმების მისაღწევ ვადად განსაზღვრული 30 ივნისის შემდეგაც და მოლაპარაკების მონაწილეებმა გადაწყვიტეს, არ განსაზღვრონ ახალი ვადა. ფაბიუსმა 29 ივნისს ნიუ-იორკში უთხრა ჟურნალისტებს, რომ მიმდინარე კვირაში დაბრუნდება ვენაში, სადაც ირანის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის და შეერთებული შტატების წარმომადგენლები ცდილობენ, დაასრულონ მუშაობა შეთანხმებაზე, რომელიც გაითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას - ირანის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების ნაცვლად.

XS
SM
MD
LG