Accessibility links

logo-print

ციპრასი მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭიროს კრედიტორების მოთხოვნას


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას კვირას, 5 ივლისს დაგეგმილ რეფერენდუმზე მხარი არ დაუჭიროს საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნას. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დატოვებს თანამდებობას იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარების მომხრეა. საბერძნეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის ვალის გადახდის ვადა ეწურება. ევროპელი ლიდერების განცხადებით კი, თუ საბერძნეთის მთავრობა კრედიტორების მოთხოვნას არ დათანხმდება, მას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება.

XS
SM
MD
LG