Accessibility links

ორთაჭალჰესზე გაწმენდითი სამუშაოები ტარდება


13 ივნისის წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად, 30 ივნისს, 00.00 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რათა ჰესის ზედა ბიეფში წყლის დონე მინიმალურ ნიშნულამდე დასულიყო. აღნიშნულმა ღონისძიებამ მდინარე მტკვრის კალაპოტში წყლის დონის მატება გამოიწვია, დასაშვებ ნორმებში – ორთაჭალის ჰესიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანახმად, ორთაჭალჰესი მუშაობის ჩვეულ რეჟიმს 1 ივლისს, 00.00 საათზე დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG