Accessibility links

logo-print

ჟენევაში იმყოფება საქართველოს სამთავრობო დელეგაცია


საქართველოს სამთავრობო დელეგაცია იმყოფება ჟენევაში, სადაც 1 ივლისს მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის 32-ე რაუნდში. დელეგაციის ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას განცხადებით, მოლაპარაკების წარმატება და დაგროვილი პრობლემების არსებითად განხილვა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დისკუსიის ფორმატის, შეთანხმებული პროცედურებისა და დღის წესრიგის მიმართ დისკუსიის ყველა მონაწილის პატივისცემაზე. დავით დონდუამ იმედი გამოთქვა, რომ წინა რაუნდისგან განსხვავებით, მოსკოვის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკების პროცესს და არაკონსტრუქციული ქმედებით რისკის ქვეშ არ დააყენებენ როგორც ამ რაუნდის ჩატარებას, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფარგლებში ჩამოყალიბებულ პრაქტიკას. დავით დონდუას განცხადებითვე, ქართული მხარე ასევე მოელის, რომ დისკუსიის თანათავმჯდომარეები მანდატის შესაბამისად გააკეთებენ ყველაფერს, რათა 32-ე რაუნდი პროცედურების დაცვით ჩატარდეს.

XS
SM
MD
LG