Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრძელდება სტიქიის შედეგად დაკარგული სამი ადამიანის ძებნა


თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაკარული სამი ადამიანის ძებნა გრძელდება მდინარე მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს ათასამდე მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200 თანამშრომელი. ზვიად ქაწაშვილის განმარტებით, იმისათვის, რომ მეხანძრე-მაშველებს ჰქონოდათ მტკვრის კალაპოტში ჩასვლის და იქ როგორც სამძებრო, ისე გაწმენდის სამუშაოების შესაძლებლობა, „ორთაჭალჰესის“ ადმინისტრაციამ მდინარის დონე დასწია. სამძებრო და გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობს თბილისის მერიის სპეციალური ტექნიკაც. „თბილისის მასშტაბით მტკვრის დონის დაწევას მოჰყვა ქვემო ქართლში მდინარის დონის 20 სანტიმეტრამდე მომატება, რაც საფრთხეს არ ქმნის“, - განუცხადა სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა. "ორთაჭალჰესი" მუშაობის ჩვეულ რეჟიმს ღამის 12 საათიდან დაუბრუნდება.

XS
SM
MD
LG