Accessibility links

logo-print

საბერძნეთი ბანკებს პენსიონერებისათვის გახსნის


საბერძნეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით 1 ივლისს ბანკების ათასი ფილიალი გაიხსნება იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც ბარათს არ იყენებენ ბანკომატიდან პენსიის გამოსატანად. ყველა სხვა მიზნებისთვის ბანკები 6 ივლისამდე დაკეტილი დარჩება. ამით საბერძნეთის მთავრობა ცდილობს საბანკო სისტემის სრული კოლაფსის თავიდან არიდებას.საბერძნეთს საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,7 მილიარდი ევროს ოდენობის ვალის გადახდის ვადა დღეს ეწურება. ევროპელი ლიდერების განცხადებით კი, თუ საბერძნეთის მთავრობა კრედიტორების მოთხოვნას არ დათანხმდება, მას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება.

XS
SM
MD
LG