Accessibility links

ბალკანეთის ქვეყნების საბერძნეთის დეფოლტისთვის ემზადებიან


სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც საბერძნეთის ბანკები აკონტროლებენ ინდუსტრიის დიდ ნაწილს, ცდილობენ არ დაუშვან თავიანთ ქვეყნებში საბერძნეთში დაწყებული კრიზისის გავრცელება. ბულგარეთის, მაკედონიის, ალბანეთის, სერბიის და რუმინეთის მილიონობით მოქალაქეს აქვს დეპოზიტები ბანკებში, რომლებიც ბერძნული კომპანიების მფლობელობაშია. სერბიამ და მაკედონიამ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება შეეზღუდათ კაპიტალის გადინება საბერძნეთში. ბანკებზე კონტროლი გააძლიერეს ბალკანეთის სხვა ქვეყნების ეროვნულმა ბანკებმაც, თუმცა, ამ ქვეყნებში ბერძნულ მფლობელობაში მყოფი ბანკები ღიაა და მუშაობენ, განსხვავებით თავად საბერძნეთისგან, სადაც მოქალაქეებს დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეუძლიათ ბანკომატის მეშვეობით.

XS
SM
MD
LG