Accessibility links

logo-print

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მარიხუანის მოხმარებისთვის პატიმრობის წინააღმდეგია


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მიიჩნევს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის სანქციის ზომად პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული. კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, დეპუტატ გოგა ხაჩიძის პროექტის ალტერნატიულ წინადადებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით, მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში, სისხლის სამართლის ზომად დარჩება მხოლოდ ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, გაუქმდება. კომიტეტი გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდა.

XS
SM
MD
LG