Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის მინისტრები დილით გააგრძელებენ კონფერენციას საბერძნეთის შესახებ


ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა 30 ივნისის საღამოს სასწრაფო ფორმით გამართეს სატელეფონო კონფერენცია და განიხილეს საბერძნეთის მთავრობის ახალი წინადადება ვალით გამოწვეული კრიზისის გადაჭრის თაობაზე. მინისტრები კიდევ ერთ სატელეფონო კონფერენციას 1 ივლისს, დილით გამართავენ. გავრცელებული ცნობებით, ათენი ევროზონას ახალ, ორწლიან დახმარებას თხოვს. ეს პროცესები განვითარდა რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ათენს, დაწესებული ვადის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის 1,8 მილიარდი დოლარის სესხი უნდა დაებრუნებინა. დეფოლტის თაობაზე შეშფოთების ფონზე, საბერძნეთში დიდი რიგები დგას საბანკო ავტომატებთან, ფულის გატანაზე დაწესებულია შეზღუდვა დღეში 60 ევროს ოდენობით. ამ კვირაში საბერძნეთში ბანკები დაკეტილი იყო - მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება საბერძნეთსა და მის კრედიტორებს შორის. 5 ივლისს საბერძნეთში რეფერენდუმია დაგეგმილი იმის თაობაზე, უნდა დათანხმდეს თუ არა ქვეყანა კრედიტორების წინადადებებს.

XS
SM
MD
LG