Accessibility links

უკრაინა გაზს აღარ შეისყიდის რუსეთისგან


უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, ნაფტოგაზი აცხადებს, რომ 1 ივლისიდან შეწყვეტს რუსეთისგან გაზის შესყიდვას, სანამ მიწოდების თაობაზე ახალ პირობებზე მოხერხდება შეთანხმება. 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნაფტოგაზი ამბობს, რომ ეს არ გამოიწვევს შეფერხებას ევროპული ქვეყნებისკენ უკრაინის გავლით გაყვანილ სატრანზიტო გზებზე. განცხადების ფონია შუამავლობით ვენაში მოლაპარაკების ჩაშლა, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ფასებზე შეთანხმების მიღწევას. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი, ვლადიმირ დემჩისინი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი სექტემბერში გაიმართება. მედიაში ვრცელდება მისი რუსი კოლეგის, ალექსანდრ ნოვაკის სიტყვები - რომ რუსეთისგან გაზის შესყიდვის შეწყვეტის თაობაზე უკრაინის გადაწყვეტილება პოლიტიკურია. რუსეთმა უკრაინას მნიშვნელოვნად გაუზარდა გაზის საფასური, მას შემდეგ, რაც 2014 წლის თებერვალში დაამხეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი.

XS
SM
MD
LG