Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევნის ცენტრში გრძელდება საპროტესტო აქცია


სამშაბათს საღამოს ერევნის ცენტრში, მარშალ ბაგრამიანის პროსპექტზე დაახლოებით ათასი ადამიანი აგრძელებდა მჯდომარე საპროტესტო აქციას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, აქციის რამდენიმე მონაწილემ შიმშილობა გამოაცხადა, შეიქმნა „სამუშაო ჯგუფები“. დემონსტრანტების მოთხოვნები არ შეცვლილა და არის: ტარიფების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება, 23 ივნისს ერევანში აქციის დამრბევთა დასჯა და იმ პირთა პასუხისმგებლობის დაყენება, რომელთა ბრალეულობითაც „სომხეთის ელექტრონული ქსელები“ მრავალმილიონიან ვალებში ჩაეფლო. არც ერთი ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის: ტარიფები მხოლოდ „გაყინეს“, აუდიტი მხოლო დაგეგმილია, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გამოყენებაში დამნაშავეებს ეძებენ. აქციის მონაწილეები უკვე აღარ გამორიცხავენ პრეზიდენტ სერჟ სარქსიანთან შეხვედრას, მას შემდეგ, რაც მან კიდევ ერთხელ შესთავაზა აქციის მონაწილეებს მოლაპარაკება.

XS
SM
MD
LG