Accessibility links

logo-print

საბერძნეთში საქართველოს საკონსულო მოსაკრებლის გარეშე მოემსახურება მოქალაქეებს


საბერძნეთში შექმნილი ურთულესი ფინანსური ვითარების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდება ყველა მოქალაქე, რომელიც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს ათენში საქართველოს საელჩოს და ქალაქ სალონიკიში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ უფასოდ მიიღონ სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობა.

XS
SM
MD
LG