Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა ქურთებმა ექსტრემისტები განდევნეს თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქიდან


სირიელი ქურთების შეიარაღებული ჯგუფების ცნობით, 1 ივლისს მათ კონტროლი აღადგინეს თურქეთის საზღვართან მდებარე ქალაქ თალ აბიადზე - განდევნეს ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“, რომლის მეომრებიც იქ წინა დღეს შეიჭრნენ. ქურთების წარმომადგენლის ცნობით, შეტაკებებისას მოკლეს სამი ექსტრემისტი, ხოლო ერთმა ექსტრემისტმა თავი აიფეთქა. თალ აბიადი ერთხანს მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო "ისლამური სახელმწიფოსთვის". მას იყენებდნენ მომარაგების და უცხოელი მებრძოლების მისაღებად და შავ ბაზარზე ნავთობის საექსპორტოდ. მაგრამ ორი კვირის წინ ქურთმა მებრძოლებმა აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული საჰაერო რეიდების მხარდაჭერით დაიპყრეს ეს ქალაქი. 30 ივნისს "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მოულოდნელი კონტრშეტევა განახორციელეს და მძიმე ბრძოლების შედეგად აიღეს თალ აბიადის ერთ-ერთი რაიონი. მაგრამ, ქურთების წარმომადგენლის ცნობით, 1 ივლისის დილიდან ქურთი მეომრები კვლავ სრულად აკონტროლებენ თურქეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქს.

XS
SM
MD
LG