Accessibility links

logo-print

გაერო: სარეკორდო რაოდენობას მიაღწია ევროპაში ზღვის გავლით ჩასული ლტოლვილების რიცხვმა


გაეროს მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში ევროპაში ზღვის გავლით ჩავიდა 137 ათასამდე ლტოლვილი, რაც სარეკორდო რაოდენობაა - 80%-ით მეტი წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. როგორც გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ანგარიშში ვკითხულობთ, ევროპა დგას „ისტორიული განზომილების ლტოლვილთა საზღვაო კრიზისის" წინაშე. ამავე ანგარიშით, ლტოლვილები გაურბიან ომებს, კონფლიქტებსა და რეპრესიებს. ლტოლვილების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს, 44 ათასამდე ადამიანს, სირიელები შეადგენენ. მეორე და მესამე ადგილზე არიან ერითრეა და ავღანეთი.

XS
SM
MD
LG