Accessibility links

ავღანეთში დააკავეს გენერალი, რომელსაც უკანონოდ გადაჰქონდა 19 კგ ჰეროინი


ავღანეთში ჰეროინის ტრეფიკინგისთვის დააკავეს არმიის გენერალი. თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, დავლათ ვაზირის განცხადებით, ბრიგადის გენერალი აბდულ სამად ჰაბიბი 30 ივნისს დააკავეს ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ბაღლანის პროვინციაში. მას მანქანით უკანონოდ გადაჰქონდა 19 კგ ჰეროინი. პროვინციის პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ბრიგადის გენერალი აპირებდა ჰეროინის ჩატანას პაკისტანის საზღვართან მდებარე ნანგარჰარის პროვინციაში და იქიდან მის საზღვარგარეთ კონტრაბანდას. იუწყებიან, რომ გენერალთან ერთად დააკავეს მანქანის მძღოლი და ერთი ჯარისკაცი. ავღანეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ოპიუმის წარმოების მხრივ. ჰეროინი ოპიუმის გადამუშავების შედეგად მიიღება.

XS
SM
MD
LG