Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტი


საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანდული ბერდიმუჰამედოვი. პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ორი ქვეყნის პრეზიდენტების როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ დოკუმენტებზე მოაწერენ ხელს. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.

XS
SM
MD
LG