Accessibility links

logo-print

საქართველოში დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები


ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. გამოცდები ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 11 ქალაქში, 19 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 40 000-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა 1300 აბიტურიენტი პროცესს გამოეთიშა, რადგან მათ საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა საგამოცდო პროცესი მოიცავს სტუდენტთა საგრანტო კონკურსს, საერთო სამაგისტრო გამოცდას და პედაგოგთა საგნობრივ გამოცდებს. გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG