Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროები მიუთითებენ კონფლიქტის მზარდ საფრთხეზე


იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ქმედებებმაც შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მასშტაბური შედეგების სამხედრო კონფლიქტები გამოიწვიონ არიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა. ესაა ერთ-ერთი მთავარი თეზისი ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ანალიტიკური მოხსენების – „ნაციონალური სამხედრო სტრატეგია“, რომელიც ვაშინგტონში ოთხშაბათს გამოქვეყნდა. დოკუმენტში, რომელიც კონგრესს ოთხ წელიწადში ერთხელ მიეწოდება, აღნიშნულია, რომ კონფლიქტის საფრთხე ჯერჯერობით მაღალი არ არის, მაგრამ მზარდია. რუსეთმა, მოხსენების მიხედვით, არაერთხელ გამოხატა სუვერენიტეტისადმი უპატივცემულობა და თავისი მიზნების მისაღწევად ძალის გამოყენების მზადყოფნა თავისი მეზობლების მიმართ; ჩინეთის ქმედებები, – რომლებიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიის მიტაცებისაკენ, – ასევე იწვევს შეერთებული შტატების შეშფოთებას; ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან კი ბირთვული იარაღის შექმნა, ანგარიშის შესაბამისად, ასევე საფრთხეა როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე მოკავშირეებისთვის. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ამ ქვეყნებიდან არცერთი არ ეძებს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს შეერთებულ შტატებთან და მის მოკავშირეებთან, მაგრამ თითოეული მათგანის მოქმედება იძლევა სერიოზული შეშფოთების საფუძველს უსაფრთხოების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG