Accessibility links

logo-print

ოდესაში მსხვერპლი არ მოჰყოლია აფეთქებას


უცნობმა პირებმა ოდესაში, კაფე „უანგელოვიხის“ შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. ამავე კაფესთან ცოტა ხნის წინ მილიციამ ასაფეთქებელი მოწყობილობა განაღმა. გამოცემა „ტაიმერის“ თანახმად, ამჯერად მოწყობილობა კარების ქვეშ იყო დამონტაჟებული. შენობა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა. კაფეს მეპატრონე, გამოცემის თანახმად, ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ევროინტეგრაციის კურსის მომხრეა. ბოლო თვეების განმავლობაში ოდესასა და მის შემოგარენში სხვადასხვა სიმძლავრის ხუთი აფეთქება მოხდა. ყველა შემთხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობა პროუკრაინულ ორგანიზაციებთან და პატრიოტული სიმბოლიკის მქონე მაღაზიებთან იყო დამონტაჟებული.

XS
SM
MD
LG