Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა


საქართველოს პროკურატურამ ქონების გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მისცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და შემდგომში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი. გამოძიების მასალებზე დაყრდნობით პროკურატურამ განაცხადა, რომ 2010 წლის აგვისტოში დავით კეზერაშვილმა, რომლის ბიზნესსაქმიანობას საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მფარველობდნენ, გადაწყვიტა ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთის გადამუშავების ბიზნესი. პროკურატურის ინფორმაციით, ამ ბიზნესით დაკავებული კომპანიების მესაკუთრეებს, მამა-შვილს – თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებს დავით კეზერაშვილმა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლების გამოყენებით და ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად უსასყიდლოდ დაათმობინა რამდენიმე ათეული მილიონი ლარის წილი. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG