Accessibility links

logo-print

უკრაინა დაიწყებს მოლაპარაკებებს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით


უკრაინა და მისი კრედიტორები შეთანხმდნენ, რომ მომავალი კვირიდან დაიწყება ოფიციალური მოლაპარაკებები ქვეყნის ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ. შეხვედრა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შენობაში შედგა. ორი მხარის ერთობლივი განცხადების მიხედვით, გადაწყდა მოლაპარაკებები კონფიდენციალურად წარიმართოს. კრედიტორები - ოთხი მსხვილი ამერიკული საინვესტიციო კომპანია - ზეწოლის ქვეშ არიან, რომ ჩამოწერონ უკრაინის დავალიანების დიდი ნაწილი. თუმცა, ისინი ცდილობენ, ვალების ჩამოწერის ნაცვლად, დაბრუნების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG