Accessibility links

შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისია


საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კოლეგასთან, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრთან, ბაირ აბაევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორისეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ. საქართველო-თურქმენეთისეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ორ ქვეყანას შორისსავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების ხელშეწყობისთვის იმუშავებს. მათ შორის მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების მოზიდვის, პროგრამების შემუშავებისა და შეთანხმების ხელშეწყობის, სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, საინვესტიციო პროექტებში ორმხრივი მონაწილეობის, ფინანსური ჯგუფების შექმნის, ერთობლივი წარმოებისა და სამეწარმეო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები.

XS
SM
MD
LG