Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი


უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავად კვიტაშვილმა განაცხადა.რამდენიმე დღის წინ კვიტაშვილის გადაყენების საკითხი რადაში განიხილეს, თუმცა, გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თავად ალექსანდრ კვიტაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მას არ ეშინია თანამდებობის დატოვების და თუ ეს მოხდება, ის აღარ აპირებს უკრაინაში დარჩენას.

XS
SM
MD
LG