Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთს ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების იმედი აქვს 7 ივლისისთვის


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის ვენაში დაბრუნდება 7 ივლისის საღამოს იმედით, რომ ბირთვული საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის საკმარისი წინსვლა გაკეთდა ირანსა და მსოფლიოს ექვს ქვეყანას შორის. ლორან ფაბიუსმა ეს განაცხადა 2 ივლისს ვენაში, ჟურნალისტებთან საუბრისას. საქმე წინ წავიდა, მგრამ ბოლოსთვის ჯერ არ მიგვიღწევია, განაცხადა ფაბიუსმა პარიზში გამგზავრებამდე, მანამდე, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან ლიმ თქვა, რომ დიდია შესაძლებლობა, რომ ირანთან მივაღწევთ საბოლოო ბირთვულ შეთანხმებასო.

XS
SM
MD
LG