Accessibility links

logo-print

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანზე ანგარიში გამოაქვეყნა


„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ახალ ანგარიშში, რომელიც 2014 წელს შეეხება, გაფრთხილებაა გამოთქმული აღმოსავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლაში წინსვლის არქონის თაობაზე. ეს, ანგარიშს მიხედვით, აძნელებს დემოკრატიის პროცესს და ხელს უშლის ევროპის კავშირთან ფართო ეკონომიკურ და პოლიტიკურ თანამშრომლობას. 2 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია ათეულობით ორგანიზაცია, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კორუფციასთან ბრძოლისთვის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. ამ ქვეყნებმა, სულ მცირე, 16,6 მილიარდი დოლარი უნდა მიიღონ ევროკავშირისგან ხუთ წელიწადში დახმარების სახით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ფიქრობს, რომ მიუღებლად დიდია რისკი, რომ ეს თანხები „კორუმპირებულ ჯიბეებში“ მოხვდებ. ანგარიშში გამოყოფილია სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების დაშინება და დევნა. პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და სახელმწიფოს ჩარევა, რათა თავი აარიდონ სასამარლო პროცესებს, განსაკუთრებით პრობლემატურია უკრაინასა და მოლდავეთში, ნათქვამია ანგარიშში. საქართველო, წაიკითხავთ ანგარიშში, ბოლო ათ წელიწადში აღიარებული იყო, როგორც მცირე კორუფციასთან და მექრთამეობასთანბრძოლაში წარმატებული. საქართველოში შედარებით ძლიერია დამოუკიდებელი საზედამხედველოსტრუქტურები, საარჩევნო, სახალხო დამცველი და სახელმწიფო აუდიტი, მაგრამ პარლამენტი არის სუსტი, თვლის „საერთაშორისო გამჭვირვალობა.“

XS
SM
MD
LG