Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათენში იმსჯელეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებზე


საბერძნეთში არსებულ კრიზისსა და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემებზე ათენში იმსჯელეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ გურგენიძემ. სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ გურგენიძემ დიასპორის ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საჭიროებების შესახებ. შეხვედრისას, რომელზეც საბერძნეთში მცხოვრები ქართველების განათლების, ჯანდაცვისა და სამართლებრივი სტატუსის საკითხებზე იმსჯელეს, გადაწყდა, რომ პრობლემების თემატურად განხილვას რეგულარული ხასიათი მიეცემა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ გურგენიძე საბერძნეთში 2 ივლისს გაემგზავრა არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად, ქართული დიასპორის საჭიროებების შესასწავლად და დიპლომატიური წარმომადგენლობების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვლადიმერ გურგენიძე შეხვდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გეორგიოს ციპრასსაც. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ათენიდან გაემგზავრება სალონიკიში, სადაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება და გენერალური საკონსულოს მუშაობას გაეცნობა.

XS
SM
MD
LG