Accessibility links

ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულთა დაბინავება მოკლე ვადაში უნდა დასრულდეს


13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დაბინავება მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა დასრულდეს - ამის შესახებ თბილისში, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ამ მიზნით თბილისის მერია ბევრს აკეთებს და პროცესში ჩართულია მთავრობაც, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს დაზარალებული მოსახლეობის განსახლების გეგმის განხორციელებას. „ყველა დაზარალებულ ოჯახს, რომელიც უსახლკაროდ დარჩა, ახალი ბინა უნდა შევუძინოთ და ვისაც სჭირდება, სახლები უნდა გავურემონტოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG