Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: „უთხარით არა შანტაჟს“!


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა მოუწოდა ამომრჩევლებს, „უთხრან არა შანტაჟს“, როდესაც ისინი ხმას მისცემენ 5 ივლისის რეფერენდუმზე. რეფერენდუმი გადაწყვეტს, მიიღებს თუ არა საბერძნეთი კრედიტორთა პირობებს დახმარების მიღების სანაცვლოდ. ციპრასმა განაცხადა, რომ საბერძნეთის ყოფნას ევროკავშირში საფრთხე არ ემუქრებოდა. ევროკავშირის ლიდერები კი აფრთხილებენ საბერძნეთს, რომ „არა“ რეფერენდუმზე ნიშნავს უფრო რთულ მოლაპარაკებებს და შესაძლოა საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვების წინაპირობა გახდეს.

XS
SM
MD
LG