Accessibility links

logo-print

უკრაინაში მეამბოხეებმა უკან დაიხიეს მარიუპოლთან მდებარე დასახლებიდან


უკრაინაში მებრძოლმა სეპარატისტებმა უკან დაიხიეს მარიუპოლთან ფრონტის ხაზზე მდებარე დასახლებიდან. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის, ალექსანდრ მოტუზიანიკის 3 ივლისის განცხადებით, სეპარატისტებმა უკან დაიხიეს აღმოსავლეთის მიმართულებით და მთლიანად განადგურებული დატოვეს დასახლება შიროკინე. როგორც უკრაინაში ეუთოს საგანგებო სამეთვალყურეო მისია იუწყება, სოფელში დაცარიელებულია ყველა პოზიცია და ბუნკერი, რომლებიც აქამდე მეამბოხეებს ჰქონდათ დაკავებული. ამასობაში, სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა გამოაცხადა, რომ მეამბოხეები ასეთივე ნაბიჯს მოელიან კიევისაგან. ქალაქ მარიუპოლის აღმოსავლეთით 10-მდე კილომეტრში მდებარე შიროკინე მთავრობის ჯარებსა და მეამბოხეებს შორის ინტენსიური შეტაკებების ადგილი იყო.

XS
SM
MD
LG