Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: აშშ-ის რუსეთის ურთიერობა საკვანძოა მსოფლიო სტაბილურობისთვის


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის და ვაშინგტონის ურთიერთობა საერთაშორისო უსაფრთხოების განმსაზღვრელია. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასათვის, ოთხ ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის გამო მოსალოც წერილში, პუტინი აცხადებს, რომ აშშ-ის და რუსეთის ურთიერთობა მსოფლიოშის ტაბილურობის და უსაფრთხოებისთვის საკვანძო ფაქტორია. პუტინი წერს, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი თანასწორობას და ორივე ქვეყნის ინტერესების პატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს. რუსეთი მკაცრ რიტორიკას მიმართავს ვაშინგტონის წინააღმდეგ მას მერე, ყირიმი დაიკავა და უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაისწყო, რასაც რუსეთის მიმართ დასვლეთის სანქციები მოჰყვა. პუტინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი პეტრუშევმა ივნისში განაცხადა, რომ აშშ-რუსეთის დაშლაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG