Accessibility links

logo-print

ავღანეთის პარლამენტმა უარყო თავდაცვის მინისტრობის მეორე კანდიდატი


ავღანეთის პარლამენტმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ აშრაფ ღანის მიერ წარდგენილი მეორე კანდიდატიც უარყო. მოჰამად მასუმ სტანეკზაიმ 231-დან მხოლოდ 84 ხმა მიიღო. მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად 107 მომხრე იყო საჭირო. ღანის წარუმატებლობა, უკვე ცხრა თვე თანამდებობაზე ყოფნის მიუხედავად, ვერ შექმნას მთავრობა, ბევრ ავღანელს აბრაზებს. სტაკენზაი მშვიდობის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეობდა და თალიბანთან მოლაპარაკებას უძღვებოდა.

XS
SM
MD
LG