Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობის ქონება შეიძლება დააყადაღონ აშშ-ში "იუკოსის" საქმის გამო


რუსეთის მთავრობას აშშ-ში შეძლება ღადაღა დაადონ. ამის მიზეზი სანავთობო ფირმის, იუკოსის ყოფილი აქციონერების მცდელობაა, გადაუხადოს რუსეთმა მათ კომპენსაცია, რასაც ისინი აშშ-ის სასამართლოს ძალით ცდილობდნენ. ბრიტანეთის "ტელეგრაფ ოფ ლონდონის" ცნობით, იუკოსის ყოფილი აქციონერები რუსეთის მთავრობისგან ზარალის ანაზღაურების სახით 50 მილიარდი დოლარის მიღებას ცდილობენ. ეს გადაწყვეტილება ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ უკვე მიიღო. თუ მცდელობა წარმატებული გამოდგა, აშშ-ის ხელისუფლებას სასამართლო დაავალდებულებს, ყადაღა დაადოს რუსეთის ქონებას, აშშ-ში, საბანკო ანგარიშგების და უძრავი ქონების სახით. შესაბამისი დოკუმენტი რუსეთს მოსკოვში აშშ-ის საელჩომ გადასცა.

XS
SM
MD
LG