Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი უიკერი: რუსეთთან და ისლამურ სახელმწიფოსთან გასამკლავებლად „ძლიერი ხელია“ საჭირო


აშშ-ის სენატორმა, როჯერ უიკერმა განაცხადა, რომ „თავისუფლების მოყვარული“ ქვეყნებმა უნდა გამოავლინონ ერთიანობა და მტკიცხე უნარი, რათა წინ აღუდგნენ როგორც აგრესიულ რუსეთს, ისე გაძლიერების სტადიაში მყოფ ისლამურ სახელმწიფოს. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა მისისიპის შტატიდან, უიკერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, პრაღაში, განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ქმედებას მსოფლიომ უნდა უპასუხოს გადაჭრით და უჩვენოს სიძლიერე. უიკერმა, რომელიც აშშ-ის ჰელსინკის კომიტეტის თანათავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ყირიმის ანექსია რუსეთის მხრიდან და საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის სეპარატისტების მხარდაჭერა არღვევს ჰელსინკის ხელშეკრულების საბოლოო აქტის და გაეროს ქარტიის თითქმის ყველა პრინციპს. უიკერმა, პრაღაში ჩვენი რადიოს ოფისში თქვა, რომ „თავისუფალის სამყაროსთვის“ მნიშვნელოვანია, მტკიცედ იდგეს ერთად და ილაპარაკოს სიმართლე, და დანარჩენ სამყაროს გაგებინოს, რომ ჩვენ პუტინის ქმედებას იმად მივიჩნევთ, რაც ის სინამდვილეში არის. მისი თქმით, ასეთივე სიმტკიცეა საჭირო ისლამური სახელმწიფო მიმართ, რომელიც სენატორის თქმით, "ძალიან, ძალიან სახიფათო კიბოა".

XS
SM
MD
LG