Accessibility links

logo-print

უკრაინაში ტიმოშენკოს პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა


უკრაინის ქალაქ სუმიში, პარტია „ბატკივშჩინის“ ოფისში წუხელ მოხდა აფეთქება, რომლსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ მისი პარტიის ოფისში აფეთქება პოლიტიკური მოტივით მოხდა. მისი თქმით, „ტერორისტული აქტის“უკან პოლიტიკური მიზეზები იყო. ტიმოშენკოს თქმით, თუ დაუყოვნებლივ არ დაიწყება ობიექტური გამოძიება, ის დაასახელებს იმ პირების გვარებს, ვინც ემუქრებოდა. ტიმოშენკოს ცნობით, მისი პარტიის ოფიციალურ წევრებს ტელეფონით ემუქრებოდნენ, როცა მათ გამოააშკარავეს კორუფცია ბიუჯეტის და ტარიფების სფეროში.

XS
SM
MD
LG