Accessibility links

logo-print

ატომური სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამის გამო კვლევას დეკემბერში დაასრულებს


ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკუა ამანომ განაცხადა, რომ ის თავის კვლევას ირანის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, რომ თეირანი ფარულად მუშაობდა ბირთვული იარაღის განვითარებაზე, დეკემბერში დაასრულებს, თუ თეირანი ითანამშრომლებს. ამანომ ეს განაცხადა ვენაში, 4 ივლისს თეირანიდან დაბრუნების შემდეგ. ირანი უარყოფს ბრალდებას, რომ მას შეეძლო ბირთვულ იარაღზე ემუშავა. თეირანი არ აძლევს საერთაშორისო ექსპერტებს თავისი სამხედრო ობიექტების მონახულების ნებართვას. ამანოს განცხადების ფონზე ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო თეირანის დელეგაციას და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, ასევე გერმანიას შორის. ისინი სულ მალე აპირებენ საბოლოო შეთანხმების მიღწევას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აშშ-მა განაცხადა, რომ ატომურმა სააგენტომ უნდა წარმოადგინოს თავისი გადაწყვეტილება იმ ეჭვის გარშემო, რომ თეირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობდა.და ეს დასკვნა ნაწილი უნდა იყოს თეირანსა და ექვს ქვეყანას შორს შეთანხმებისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის და მისთვის სანქციების გაუქმების პირობები.

XS
SM
MD
LG