Accessibility links

logo-print

საბერძნეთის ფინანთა მინისტრი კრედიტორებს ტერორიზმში ადანაშაულებს


საბერძნეთის ფინანთა მინისტრმა, იანის ვარუფაკისმა რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე საერთაშორისო კრედიტორები დაადანაშაულა ტერორიზმში. საბერძნეთში კვირას, 5 ივლისს იმართება რეფერენდუმი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ ქვეყნის ევროზონაში დარჩენის საკითხი. ვალუფაკისის თქმით, საერთაშორისო კრედიტორებმა, მათ შორის სავალუტო ფონდმა, აიძულეს საბერძნეთი, დაეხურა თავისი ბანკები, რათა ხალხში შიში დაეთესა და ამას ის ტერორიზმს უწოდებს. მისი თქმით, შიში ვერ გაიმარჯვებს. რეფერენდუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე პროპაგანდის გამართვა შეწყდა.

XS
SM
MD
LG