Accessibility links

logo-print

ირანისთვის სანქციეაბის მოხსნის თაობაზე ფრთხილი შეთანხმებაა მიღწეული


ირანის და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, ასევ გერმანია, წინსვლას აღწევენ ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე თეირანისთვის სანქციების გაუქმების შესახებ, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომლებიც ირანის წარსულ საქმიანობას ეხება ბირთვულ სფეროში და რომtლთა გამო აზრთა სხვადასხვაობაა. დიპლომატების თანახმად, მიღწეულია ფრთხილი შეთანხმება ირანის სანქციების გაუქმების გარშემო. მაგრამ ექვსი სახელმწიფო უნდა მორიგდეს გაეროს რეზოლუციის გამო, რომლის ძალითაც, ეს სანქციები შეიძლება კვლავ დაწესდეს დაუყოვნებლივ, თუ ირანი არ შეასრულებს ვალდებულებებს. ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ კვლავ რჩება, ოთხი-ხუთი გამორჩეული საკითხი, რომლებიც სანქციებს ეხება, სხვათა შორის ირანის ბირთული მოქმედების შეზღუდვისა და სანქციების გაუქმების სინქრონიზაცია. არაყჩი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მოლაპარაკება კვლავ შეიძლება ჩაიშალოს: თუ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც პატივს სცემს ჩვენ "წითელ ზოლს", მაშინ, ესეიგი, მოვრიგდით. სხვა შემთხვევაში, თეირანში ცარიელი ხელებით დავბრუნდებით. გაეროს სანქციების გაუქმების თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ, ისინი დღეს დაბრუნდნენ ვენაში და საბოლო ბიძგს მისცემენ შეთანხმებას.

XS
SM
MD
LG