Accessibility links

logo-print

კერი: ირანთან ბირთვული მოლაპარაკება ყველანაირად შეიძლება დასრულდეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ, ვენაში 5 ივლისს განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე ნამდვილი წინსვლა მიღწეულია, თუმცა, „იქ მაინც არ ვართ, სადაც საჭიროაო“, თქვა კერიმ. მოლაპარაკება ყველანაირად შეიძლება დასრულდეს, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, თუმცა იქვე თქვა, რომ ეთანხმება ირანელ კოლეგას, ზარიფს, რომლის აზრით: მსოფლიო ასე ახლოს არასდროს ყოფილა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებასთან. ახლა დროა, დავინახოთ, შეგვიძლია თუ არა მოლაპარაკების დასრულება, განუცხადა კერიმ ჟურნალისტებს ვენაში, მოლაპარაკების მეცხრე დღეს.მისი თქმით, აშშ მხად არის დატოვოს მოლაპარაკება, თუ სრული შეურიგებლობა იქნა. იტყობინებოდნენ, რომ ირანის და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, ასევე გერმანიამ, წინსვლას მიაღწიეს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებებზე თეირანისთვის სანქციების გაუქმების შესახებ, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომელთა გამო აზრთა სხვადასხვაობაა. დიპლომატების თანახმად, მიღწეულია ფრთხილი შეთანხმება ირანის სანქციების გაუქმების გარშემო. მაგრამ ექვსი სახელმწიფო უნდა მორიგდეს გაეროს რეზოლუციის გარშემო, რომლის ძალითაც ეს სანქციები შეიძლება დაწესდეს დაუყოვნებლივ, თუ ირანი არ შეასრულებს მომავალი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

XS
SM
MD
LG