Accessibility links

logo-print

საბერძნეთის რეფერენდუმის საბოლოო შედეგები: 38,7% მომხრე, 61.3% წინააღმდეგი


საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის საბოლოო შედეგების მიხედვით, ბერძნების უმრავლესობამ უარი უთხრა საერთაშორისო კრედიტორების პირობებს მკაცრი მომჭირნეობის პოლიტიკის გატარების შესახებ. საბოლოო შედეგი ასეთია:38,7% მომხრე, 61.3% წინააღმდეგი. დღეს რეფერენდუმის შედეგებს განიხილავენ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები, კანცლერი ანგელა მერკელი და პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა შესაძლებლობა, რომ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწიოს.

XS
SM
MD
LG