Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ირანთან მოლაპარაკებები წინ მიდის, მაგრამ საბოლოო შეთანხმება შეიძლება არ შედგეს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებები წინ მიდის, მაგრამ მხოლოდ ახლა გამოჩნდება, შესაძლებელი იქნება თუ არა საბოლოო შეთანხმების მიღწევა. მან ეს განცხადებები ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ეთანხმება ჯავად ზარიფს იმაზე, რომ მხარეები არასოდეს ყოფილან ასე ახლოს შეთანხმებასთან, თუმცა დასძინა, რომ აშშ მზად არის შეწყვიტოს მოლაპარაკებები, თუ ირანი სიხისტეს გამოიჩენს და თქვა, რომ ამერიკა არ მიიღებს არასრულ ხელშეკრულებას.

XS
SM
MD
LG