Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში ორმა აფეთქებამ ათობით ადამიანი შეიწირა


ნიგერიის ქალაქ ჯოსში ორი ბომბის აფეთების შედეგად სულ მცირე 44 ადამიანი გარდაიცვალა. ბომბები რესტორანსა და მეჩეთში აფეთქდა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ჯერ არავის აუღია, თუმცა ქალაქი ჯოსი რამდენჯერმე იყო მანამდე „ბოკო ჰარამის“ თავდასხმების სამიზნე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნიგერიაში სხვადასხვა თავდასხმების შედეგად ორასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG