Accessibility links

logo-print

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა საბერძნეთს დაეხმაროს


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 6 ივლისს განაცხადა, რომ აკვირდება ვითარებას საბერძნეთში და მზადაა დასახმარებლად, თუ მას ამის შესახებ თხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა. მისი განცხადება ფონდის პირველი რეაქციაა 5 ივლისის რეფერენდუმზე, როდესაც საბერძნეთმა უარი განაცხადა საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნებზე. საბერძნეთმა გასულ კვირას ვერ შეძლო გადაეხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალი, 1.7 მილიარდი დოლარი.

XS
SM
MD
LG