Accessibility links

logo-print

ოლანდი და მერკელი აცხადებენ, რომ საბერძნეთისათვის „კარები ღიაა“


საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საბერძნეთის მთავრობისათვის ღია რჩება მოლაპარაკების კარები, რათა მოიძებნოს გზა ამ ქვეყნის ევროზონაში დარჩენისათვის. ამის შესახებ 6 ივლისს პარიზში გამართული შეხვედრის დროს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს და მოუწოდეს საბერძნეთის მთავრობას, რომ სწრაფად შეიმუშაოს სერიოზული გეგმა. მათივე თხოვნით, ევროზონის ლიდერები 7 ივლისს შეიკრიბებიან ბრიუსელში, რათა განიხილონ საბერძნეთის საკითხი.

XS
SM
MD
LG