Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროზონის ლიდერები საბერძნეთისგან ახალ წინადადებებს ელოდებიან


ევროზონის ფინანსთა მინისტრები აცხადებენ, რომ საბერძნეთისგან ელოდებიან ახალ წინადადებებს მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ამომრჩეველმა რეფერენდუმის გზით უარი თქვა საერთაშორისო კრედიტორების პირობებზე. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საბერძნეთს მოუწოდეს „სერიოზული“ წინადადებების წარმოდგენისკენ. სამშაბათს ევროზონის ლიდერთა სამიტზე ელოდებიან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის გამოსვლას. საბერძნეთის ბანკები დაკეტილი იქნება სამშაბათსა და ოთხშაბათსაც. ბანკები სამშაბათს, 7 ივლისს უნდა გაღებულიყო, მაგრამ საბერძნეთის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლუკა კაცელიმ განაცხადა, რომ ბანკების გაღება გადავადდა ორშაბათის მოლაპარაკებების შემდეგ. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ კვლავაც აგრძელებს საბერძნეთის ბანკებისთვის საგანგებო დახმარებას ნაღდი ფულის სახით იმისათვის, რომ საბერძნეთის საბანკო სისტემა კოლაფსისგან იხსნას. საბერძნეთის ეკონომიკის მინისტრმა გეორგიოს სტათაკისმა “ბი-ბი-სის“ განუცხადა, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა „აცოცხლის“ საბერძნეთის ბანკები 7-10 დღის განმავლობაში, რომ მოხერხდეს მოლაპარაკებების გამართვა.

XS
SM
MD
LG