Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები 7 ივლისსაც გადაცდება


6 ივლისს გვიანობამდე გაგრძელდა მოლაპარაკებები ირანსა და მსოფლიოს ექვსეულს შორის ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების მისაღწევად. ორივე მხარე აცხადებს, რომ მეტი დრო დასჭირდებათ, ვიდრე ამ დროისთვის არის დადგენილი. ბოლო პოზიციით, მოლაპარაკებების ვადამ 30 ივნისიდან 7 ივლისამდე გადმოიწია. თეთრი სახლის განცხადებით, „სავსებით შესაძლებელია“ კიდევ ერთხელ გადაიწიოს დათქმულმა ვადამ და 7 ივლისის შემდეგაც გაგრძელდეს მოლაპარაკებები. ვენაში მოლაპარაკებებზე მყოფმა ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა: „9 ივლისსაც რომ გადავცდეთ, ეს არ იქნება სამყაროს აღსასრული“-ო.

XS
SM
MD
LG